ორკესტრი

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო) დაარსდა 2019 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაზაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკისებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში

ახალგაზრდა ქართველ სოლისტებთან და კომპოზიტორებთან თანამრომლობით, თაო ცდილობს ხელი შეუწყოს ეროვნული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

დაარსებიდან ოთხ თვეში, 2019 წლის ივნისში, ორკესტრმა კონცერტები გამართა სან მარინოს რესპუბლიკაში, სადაც მიწვეული იყო ბარუქის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსზე რეზიდენტი ორკესტრის სტატუსით. 

2019 წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა თაო-ს ორგანიზებული ფესტივალი “მოცარტომანია”, რომელიც სრულად მიეძღვნა მოცარტის რეპერტუარს. Ამავე წელს საქართველოში ბრიტანეთის საკონსულოს ორგანიზებით, ორკესტრმა ითანამშრომლა ცნობილ ბრიტანელ მუსიკოს ანა მერედიტთან ერთად პროექტში “Varmints”.  

2020 წელს ივლისში, ფესტივალის მოწვევით თაო-ს ბერლინში ყოველწლიურ Young Euro Classic-ში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც Covid 19-ის პანდემიის მიზეზით 2021 წელს გადაიდო. 

გუნდი

khukhunaishvili-orbeliani-sq-pol-1

მირიან ხუხუნაიშვილი
თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი

22528629_10159666758360195_8027666575895745398_o

მიხეილ მდინარაძე
თანადამფუძნებელი და დირექტორი

50827987_10216209356700141_1689757172105216000_o-2

მარიამ ყარალაშვილი
ორკესტრის მენეჯერი