თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ახალ სეზონს ფესტივალით – „მოცარტომანია“ გახსნის

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წლის შემოდგომის საკონცერტო სეზონს ფესტივალით – „მოცარტომანია“ გახსნის. ფესტივალი წელს პირველად გაიმართება და სამ კონცერტს მოიცავს.

ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მოცარტის სიმფონიები და კონცერტები.

თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალზე სოლისტების რანგში წარდგებიან წარმატებული ქართველი მუსიკოსები: სანდრო თიგიშვილი, ოთარ მელიქიშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, თინათინ კიკნაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.

ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია.

კონცერტები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

კონცერტები 27 ოქტომბერს, 9 და 12 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი – თათია კუჭუხიძეზურაბ ქურციკიძე  

https://1tv.ge/news/tbilisis-akhalgazrduli-orkestri-akhal-sezons-festivalit-mocartomania-gakhsnis-foto/

“მოცარტომანია”-2019 წლის შემოდგომის სეზონის გახსნა