მოსმენა

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აცხადებს კონკურსს ფლეიტისტის პოზიციაზე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ონლაინ, კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე

სააპლიკაციო ფორმა 

ვიდეო/აუდიო სპეციფიკაცია:

  • მიიღება ნებისმიერი ხარისხის ჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის ხმა და შესაძლებელია აპლიკანტის იდენტიფიცირება. 
  • ვიდეო/აუდიო უნდა იყოს უწყვეტი (რედაქტირების გარეშე).

მოსმენაზე შესასრულებელი პროგრამა

  • 2 განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები (მაქსიმუმ 15 წუთი)
    შესაძლებელია ორივე ნაწარმოები იყოს თანხლების გარეშე
  • საორკესტრო სირთულეები (იხილეთ ბმული)

კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
✅შერჩეული ნაწარმოების სირთულე
✅რიტმის გრძნობა
✅ინტონაცია
✅მუსიკალობა

მოსმენაზე დაიშვებიან 15-28 წლამდე მუსიკოსები.

ვიდეო ჩანაწერების მოწოდების ბოლო თარიღი – 20 თებერვალი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ორკესტრის ფეისბუქ გვერდის ჩატში, ან ელ-ფოსტაზე: tyogeorgia@gmail.com