Ანა მერედიტი და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

ანა მერედიტმა, ბრიტანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა თანამედროვე კომპოზიტორმა, 27 ნოემბერს მსმენელს Varmints-თან ერთად დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. Varmints ერთობლივად შეასრულეს: ანა მერედიტმა, მისმა ბენდმა და თბილისის ახალგაზრდულმა სიმფომიურმა ორკესტრმა. Varmints არის ანა მერედიტის სადებიუტო ალბომი, რომელმაც მოიპოვა პრესტიჟული “წლის შოტლანდიური ალბომის ჯილდო” 2016 წელს.  

ანა მერედიტი  არის სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ახალგაზრდა კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომლის შემოქმედება აერთიანებს  თანამედროვე კლასიკას, არტ პოპს, ელექტრონულ მუსიკას და ექსპერიმენტულ როკს. ალბომმა Varmints მოიპოვა Scottish Album of the Year Award და Loud & Quiet’s წლის ალბომის წოდება. 2019 წელს ანა მერედიტი დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენიით (MBE) მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

ახლად დაარსებული თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის და მიხეილ მდინარაძის ხელმძღვანელობით აერთიანებს 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს. ორკესტრისთვის, რომელმაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიდო ბინა და ძირითადად კლასიკურ რეპერტუარზე მუშაობს, ეს მათთვის ელექტროლნულ მუსიკასთან შეხების პირველი გამოცდილება იყო. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის მიზანაა წარმატებული გუნდის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ევროპული მაღალი სტანდარტის დანერგვაზე, რაც სამომავლოდ მყარი საკადრო ბაზის შექმნის საფუძველია საქართველოს პროფესიული ორკესტრებისთვის.

თბილისში რიგით მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება
Tbilisi Youth Orchestra and the Pandemic: Interview with Art Director Mirian Khukhunaishvili