თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აცხადებს მოსმენას ვიოლინოსა და ჩელოს ჯგუფში მუსიკოსების შესარჩევად
სამუშაო პირობები
- კვირაში 12 საათი
- წელიწადში 8 თვე
- მინიმალური თვიური ანაზღაურება 450 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
მოსმენაზე შესასრულებელი პროგრამა
- 2 განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები* (მაქსიმუმ 10-12 წუთი)
* შესაძლებელია ორივე ნაწარმოები იყოს თანხლების გარეშე, თანხლებიანი ნაწარმოების შემთხვევაში, აპლიკანტს თავად მოჰყავს კონცერტმაისტერი.
**ორიდან ერთი უნდა იყოს ნაწილი ბახის სოლო ნაწარმოებიდან - საორკესტრო სირთულეები (იხილეთ ბმული ვიოლინო, იხილეთ ბმული ჩელო)
სააპლიკაციო ფორმა – აპლიკაციის შევსების შემდეგ ელ.ფოსტით გეცნობებათ მოსმენის ზუსტი დრო.
კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
შერჩეული ნაწარმოების სირთულე
რიტმის გრძნობა
ინტონაცია
მუსიკალობა
მოსმენაზე დაიშვებიან 15-28 წლამდე მუსიკოსები.
მოსმენა შედგება 5 სექტემბერს
მისამართი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზ.#6