მოსმენა

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აცხადებს მოსმენას ვიოლინოსა და ჩელოს  ჯგუფში მუსიკოსების შესარჩევად

სამუშაო პირობები

  • კვირაში 12 საათი
  • წელიწადში 8 თვე
  • მინიმალური თვიური ანაზღაურება 450 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
მოსმენაზე შესასრულებელი პროგრამა
  •  2 განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები* (მაქსიმუმ 10-12 წუთი)
    * შესაძლებელია ორივე ნაწარმოები იყოს თანხლების გარეშე, თანხლებიანი ნაწარმოების შემთხვევაში, აპლიკანტს თავად მოჰყავს კონცერტმაისტერი.
    **ორიდან ერთი უნდა იყოს ნაწილი ბახის სოლო ნაწარმოებიდან
  • საორკესტრო სირთულეები (იხილეთ ბმული ვიოლინო, იხილეთ ბმული ჩელო)

სააპლიკაციო ფორმა – აპლიკაციის შევსების შემდეგ ელ.ფოსტით გეცნობებათ მოსმენის ზუსტი დრო.

კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
✅შერჩეული ნაწარმოების სირთულე
✅რიტმის გრძნობა
✅ინტონაცია
✅მუსიკალობა
მოსმენაზე დაიშვებიან 15-28 წლამდე მუსიკოსები.

მოსმენა შედგება 5 სექტემბერს
მისამართი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზ.#6