მოსმენა – კლარნეტი, საყვირი, ვიოლინო

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აცხადებს კონკურსს კლარნეტისტის, მესაყვირისა და მევიოლინეს პოზიციებზე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ონლაინ, კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე

შესავსები სააპლიკაციო ფორმა 

ვიდეო/აუდიო სპეციფიკაცია:

  • მიიღება ნებისმიერი ხარისხის ჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის ხმა და შესაძლებელია აპლიკანტის იდენტიფიცირება
  • ყველა საორკესტრო სირთულე უნდა იყოს ჩაწერილი ერთ ვიდეოში
  • ვიდეო/აუდიო უნდა იყოს უწყვეტი (რედაქტირების გარეშე)

მოსმენაზე შესასრულებელი პროგრამა

  • 2 განსხვავებული ხასიათის ნაწარმოები (მაქსიმუმ 15 წუთი)
    შესაძლებელია ორივე ნაწარმოები იყოს თანხლების გარეშე
  • საორკესტრო სირთულეები (კლარნეტი – იხილეთ ბმული, საყვირი – იხილეთ ბმული, ვიოლინო იხილეთ ბმული)

კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით
✅შერჩეული ნაწარმოების სირთულე
✅რიტმის გრძნობა
✅ინტონაცია
✅მუსიკალობა

მოსმენაზე დაიშვებიან 15-28 წლამდე მუსიკოსები.

აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღი – 25 აგვისტო.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ორკესტრის ფეისბუქ გვერდის ჩატში, ან ელ-ფოსტაზე: tyogeorgia@gmail.com